„ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანდნენ რიო-დეჟანეორისა და სან-პაულუშიც.
დემონსტრანტებმა პოლიციის მხრიდან ფერადკანიანთა მიმართ არაადამიანური მოპყრობა დაგმეს. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით საპროტესტო აქცია მშვიდობიანი არ ყოფილა ბრაზილიაში. გამოსვლები პოლიციასთან შეხლა-შემოხლით და დაკავებებით დასრულდა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიციის მხრიდან ფერადკანიანთა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ხშირია. 2020 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, მხოლოდ რიო-დეჟანეიროში, პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას 606 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ანტირასისტული აქციების გარდა, ბრაზილიაში ანტისამთავრობო აქციებიც გაიმართა.