პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში ძაღლი ცემით მოკლა.
გამოძიების ცნობით, კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.
პოლიციამ კაცი გუშინ დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.