logo
ENG



ბრიტანეთი: ავდეევკას მახლობლად რუსული ჯარების დანაკარგი წელს რეკორდული მაჩვენებელია

28 ოქტ 202315:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/28/mdbozmnged9s6wc.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ავდეევკას მახლობლად რუსული ჯარების დანაკარგი წელს რეკორდული მაჩვენებელია.

"დონეცკის ოლქის ავდეევკას მახლობლად საოკუპაციო ძალების დანაკარგი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდია მთელი წლის მანძილზე. ოკუპანტებს არ შეუძლიათ ეფექტური შეტევა, როგორც ამას კრემლი ითხოვს.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავდეევკაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. რუსმა სამხედროებმა ამ მიმართულებით აქტიური შეტევა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყეს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავდეევკაზე განხორციელებული შეტევისას, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა 4000-მდე ჯარისკაცი დაკარგეს.


close დახურვა