logo
ENG



ბრიტანეთი: ბახმუტში უკრაინის არმია ზეწოლის ქვეშაა, ქალაქში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს

04 მარ 202315:01
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბახმუტში უკრაინის არმია ზეწოლის ქვეშაა, ქალაქში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

"რუსეთის რეგულარულმა არმიამ და ვაგნერის ძალებმა კიდევ უფრო წინ მიიწიეს ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, რომელიც ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებადი საზღვარია და დაუცველია რუსული თავდასხმისგან, სამი მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, უკრაინა აძლიერებს ტერიტორიას ელიტარული დანაყოფებით. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბახმუტში ბოლო 36 საათის განმავლობაში, ორი საკვანძო ხიდი განადგურდა.

"უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქალაქიდან გადაადგილების მარშრუტები სულ უფრო და უფრო იზღუდება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტთან ბრძოლების ინტენსივობა იზრდება. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულება კვლავ ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება, რის გამოც იქ გაძლიერებული ძალები გაიგზავნა.


close დახურვა