დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო 48 საათის განმავლობაში სევეროდონეცკის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
დაზვერვის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა ომის მნიშვნელოვანი და ამავე დროს განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება.
ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის 90 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი დონბასში, მდინარე სივერსკი დონეცის დასავლეთით მდებარეობს. ამასთან, ისინი ვარაუდობენ, რომ რუსულ სამხედრო ძალებს უკან დახევა ან სხვა შემთხვევაში მდინარე სივერსკი დონეცის გადაკვეთა მოუწევს, რუსული ძალების მხრიდან დონბასის რეგიონში მიმდინარე თავდასხმების გამო.
"უკრაინელი სამხედროები რუსული ძალების შესაჩერებლად ხიდების დანგრევას ცდილობენ," - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშში.