logo
ENG



ბრიტანეთი: ბოლო კვირებში, უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი რეკორდულ დანაკარგებს განიცდის

12 თებ 202313:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/24kk87cf5x6v4xo.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში, უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი რეკორდულ დანაკარგებს განიცდის.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რეგულარულად აქვეყნებს რუსი დაღუპულების ყოველდღიურ სტატისტიკას. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინულ მეთოდოლოგიას, ტენდენციები, რომლებიც ასახავს მონაცემებს, სავარაუდოდ, ზუსტია. ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი იყო 824 მსხვერპლი დღეში, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა, სავარაუდოდ, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის ფრონტზე გაწვრთნილი პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობის გამო, დაზვერვის განცხადებით, ამის მაგალითია ვუჰლედარი და ბახმუტი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში, 900 ჯარისკაცი დაკარგა. მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგი კი 137 780 რუს ჯარისკაცს შეადგენს.


close დახურვა