ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთს ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაში აქვს.
"რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში რუსულ საოკუპაციო ძალებს ავდეევკაში ყველაზე დიდი სამხედრო დანაკარგი აქვს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ნოემბერში რუსული ჯარის საშუალო დანაკარგი დღეში 931 ადამიანს შეადგენდა. მანამდე, რუსეთის არმიას ყველაზე დიდი დანაკარგი 2023 წლის მარტში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ჰქონდა.
უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 325 580 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.