logo
ENG



ბრიტანეთი: ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთმა, შესაძლოა, ბახმუტის აღება გამოაცხადოს

20 თებ 202312:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/20/lw3fsqir48dbb2d.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთმა, შესაძლოა, ბახმუტის აღება გამოაცხადოს.

"უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ გაიზრდება პოლიტიკური ზეწოლა რუს სამხედროებზე, სრულმასშტაბიანი ომის წლისთავამდე რაიმე სახის "გამარჯვების" დემონსტრირების მოთხოვნით, მაგრამ ასეთი წარმატებები არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას აღმოსავლეთში რამდენიმე მიმართულებით: ვუჰლედართან, კრემენაიასთან და ბახმუტთან. ამასთან, რუსები დიდ ზარალს განიცდიან, განსაკუთრებით ბახმუტთან და ვუჰლედართან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავის მოახლოებასთან ერთად, რუსი სამხედროები მზარდი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არიან.

"ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთმა, შესაძლოა, ბახმუტის აღება გამოაცხადოს. თუ რუსეთის ფედერაციის საგაზაფხულო შეტევა არაფრით დასრულდა, დაძაბულობა რუსეთის ხელმძღვანელობაში, აშკარად გაიზრდება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.


close დახურვა