logo
ENG



ბრიტანეთი: პუტინის მიერ მობილიზაციის პრობლემების აღიარება ხაზს უსვამს მის არაეფექტურობას

03 ოქტ 202210:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/03/djh79jcbk3kioxg.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ "ნაწილობრივ მობილიზაციასთან" დაკავშირებული პრობლემების უკიდურესად სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მის არაეფექტურობას პირველივე კვირის განმავლობაში.

"2022 წლის 29 სექტემბერს პრეზიდენტმა პუტინმა მიმართა უშიშროების საბჭოს "ნაწილობრივ მობილიზაციასთან" დაკავშირებით, რომელიც მან 21 სექტემბერს გამოაცხადა. მან თქვა, რომ სამობილიზაციო კამპანიის დროს, "ჩნდება ბევრი კითხვა და დროულად უნდა გამოსწორდეს შეცდომები, ჩვენ ისინი არ უნდა გავიმეოროთ". პუტინის მიერ პრობლემების უკიდურესად სწრაფი აღიარება ხაზს უსვამს მობილიზაციის არაეფექტურობას პირველივე კვირაში. ადგილობრივ ოფიციალურ პირებს, სავარაუდოდ, არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა კამპანიის ზუსტი მასშტაბისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ", - აცხადებენ დაზვერვაში.

დაზვერვის ცნობით, თითქმის დანამდვილებით, რუსეთში გამოიძახეს პერსონალი, რომელიც სცილდება პუტინისა და თავდაცვის სამინისტროს განმარტებებს.

"რადგან გაწვეული რეზერვისტები აგრძელებენ სატრანზიტო ბანაკებში შეკრებას, რუსი მაღალჩინოსნები კი, უჭირთ სწავლების უზრუნველყოფა და ახალი ოფიცრების მოძიება, რომლებიც უხელმძღვანელებენ ახალ დანაყოფებს", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში.


close დახურვა