ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ომში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს.
"უკრაინის ომში უზარმაზარი დაკარგების ფონზე, რუსეთი საომარ მოქმედებებში საბრძოლველად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გადაბირებას ცდილობს. სომხეთსა და ყაზახეთში ონლაინ რეკლამები გამოჩნდა, რომელზეც აღნიშნულია, რომ საწყის ეტაპზე მოქალაქეებს სთავაზობენ 495 000 რუბლის გადახდას და ხელფასს 190 000 რუბლიდან.
რუსეთი, სულ მცირე, 2023 წლის მაისიდან სთავაზობს მიგრანტებს ცენტრალური აზიიდან უკრაინაში ბრძოლას და ამის სანაცვლოდ, მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებასა და 4160 დოლარამდე ხელფასს ჰპირდება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.
28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.