logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთმა, სავარაუდოდ, ჯარის ნაკლებობის გამო ძირითადი სამხედრო წვრთნები გააუქმა

28 აგვ 202316:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/8w8yxq4aesfog72.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, ჯარის ნაკლებობის გამო ძირითადი სამხედრო წვრთნები გააუქმა.

"რუსეთმა, სავარაუდოდ, ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის ნაკლებობის გამო ძირითადი სამხედრო წვრთნები გააუქმა. რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო.

JSE-ებს, ერთობლივ სტრატეგიულ წვრთნებს შეზღუდული სასწავლო ღირებულება ჰქონდა და ძირითადად საჩვენებელი იყო", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ რუსეთის ლიდერებს შორის, შესაძლოა, გარკვეული ეჭვები იყოს, უკრაინაში შეჭრის გაჭიანურების ფონზე მოჩვენებითი სამხედრო წვთნების შესახებ.


close დახურვა