logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთმა საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა

30 მაი 202211:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/clyd03qjieyhv16.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა.

როგორც დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული, უმცროს ოფიცრებს უწევთ დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა, რადგან არმია მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის.

"ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, გაამწვავებს ამჟამინდელ პრობლემებს მართვისა და კონტროლის მიდგომის მოდერნიზებასთან დაკავშირებით", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

ამასთან, დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფისგან შედგება, სავარაუდოდ, უმცროსი ლიდერების დანაკლისის გამო, ნაკლებად ეფექტური იქნება.

"უკრაინაში რუს ჯარისკაცებს შორის ადგილობრივი ამბოხების შესახებ მრავალი სანდო ცნობების გათვალისწინებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, სამხედროების მორალის დაქვეითებას და მათი დისციპლინის გაუარესებას გამოიწვევს", - აღნიშნავენ დაზვერვაში.


close დახურვა