logo
ENG



ბრიტანეთი აპირებს, მოკავშირეებს უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდოს

27 აპრ 202214:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/7jeb5al8waigzle.jpg

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი უახლოეს დღეებში დასასვლელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები და მძიმე ტექნიკა მიაწოდონ.

ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტრასი, სავარაუდოდ, ხვალ, მედისონ ჰაუსში სიტყვით გამოვა და უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერის გაორმაგების აუცილებლობაზე ისაუბრებს.

“ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ თვითკმაყოფილი - უკრაინის ბედი ბალანსზე რჩება. მოდით, ვიყოთ ცხადი - თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, იქნება საშინელი შედეგები მთელ მსოფლიოში. ჩვენ აღარასდროს ვიგრძნობთ თავს დაცულად. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში და გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - პრესრელიზის მიხედვით, ამის შესახებ ტრუსი განაცხადებს.

ამასთანავე, პრესრელიზის თანახმად, ტრუსი იტყვის, რომ “გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც შექმნილი იყო მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტიებისთვის, უკრაინაში ჩავარდა და საჭიროა ახალი მიდგომა“.

სამშაბათს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას Gepard-ის 30 საზენიტო ტანკს მიაწვდის.

აშშ-მა და კანადამაც დაადასტურეს, რომ უკრაინას მეტ მძიმე შეიარაღებას მიაწვდიან.


close დახურვა