ზელენსკიმ ლონდონიდან 3 გამარჯვება წამოიღო: პირველი, უკრაინისთვის მოიერიშეების გადაცემის თემა დღის წესრიგში დააყენა; შეხვდა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და გაამყარა პარტიათაშორისი მხარდაჭერა. რაც ნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა ვინ გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში, უკრაინის ლიდერმა ახლა იცის, რომ მისი ქვეყნის მხარდაჭერა გაერთიანებული სამეფოს ურყევი პრიორიტეტია. და მესამე, ზელენსკიმ მოიგო ბრიტანული საზოგადოების გული. მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გადასახადების ფონზე, ბრიტანელი ხალხისთვის უკრაინის დახმარება ნიშნავს მათთვის მოკლებულ რესურსებს, ამიტომ პოლიტიკოსებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსახლეობის კონსენსუსი სჭირდებათ. ამ მიმართულებით კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიპლომატიური მასტერკლასი ჩაატარა. ნახეთ სპეციალური რეპორტაჟი ლონდონიდან.
ბრიტანეთი უკრაინას - დროება
12 თებ 202320:32
3 წუთის საკითხავი