logo
ENG



ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანპრანსპორტს და გემსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

09 აპრ 202222:25
3 წუთის საკითხავი
 

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას 120 ჯავშანტრანსპორტითა და ახალი გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით დაეხმარება.

„უკრაინამ ყველა მოლოდინის საპირისპიროდ, რუსული ჯარებს კიევიდან უკან დაახევინა და 21-ე საუკუნის უდიდესი სამხედრო გმირობა ჩაიდინა.

პრეზიდენტ ზელენსკის თავდაჯერებული ლიდერობისა და უკრაინელი ხალხის შეუპოვარი ჰეროიზმისა და სიმამაცის დამსახურებით, პუტინის  მხეცური გეგმები ახლა ნადგურდება“ - განაცხადა ჯონსონმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაუზრდის და გადასცემს ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტებს, ისევე როგორც ე.წ კამიკაძე დრონებს.

 

close დახურვა