დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 16 მილიონ ფუნტს გამოუყოფს.
"ჩვენ [უკრაინას] ჰუმანიტარულ დახმარებას გავუწევთ, რომელიც 16 მილიონ ფუნტზე მეტს შეადგენს", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 მილიონი ფუნტი გამოიყოფა მსოფლიო სასურსათო პროგრამის საპასუხოდ, ხოლო კიდევ 4 მილიონი ფუნტი გამოიყოფა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის.
"თანხები ხელს შეუწყობს გენერატორების, თავშესაფრის, სანტექნიკის შეკეთებას და სამედიცინო კლინიკების უზრუნველყოფას", - განაცხადა სუნაკმა.
დღეს ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინის საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს. ბრიტანეთის ახალი 50 მილიონი ფუნტის ღირებულების საჰაერო თავდაცვის პაკეტი შედგება 125 საზენიტო იარაღისგან და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკისგან, რაც სუნაკის თქმით, უკრაინელებს ირანული დრონებისგან დაიცავს.