ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ბოლო 24 საათზე მეტია, უკრაინული ძალები ხარკივის რეგიონში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას აგრძელებს.
დაზვერვის ცნობით, რუსეთმა სავარაუდოდ გაიყვანა დანაყოფები ამ ტერიტორიებიდან, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების: კუპიანსკისა და იზიუმის გარშემო ბრძოლები გრძელდება.
დაზვერვის ინფორმაციით, 7 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უკრაინიდან აგვისტოს შემდეგ განვითარებად ქვეყნებში მხოლოდ 60 000 ტონა მარცვლეულის ექსპორტი მოხდა, უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
უწყება აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და სინამდვილეში, გაეროს მონაცემებით, ექსპორტზე გატანილი უკრაინული მარცვლეულის დაახლოებით 30% აფრიკის, შუა აღმოსავლეთისა და აზიის დაბალ და საშუალოშემოსავლიანმა ქვეყნებმა მიიღეს.
„რუსეთი მიმართავს მიზანმიმართული დეზინფორმაციის სტრატეგიას, რადგან ცდილობს ბრალი საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში ბრალეულობა აიცილოს, მოახდინოს უკრაინის დისკრედიტაცია და მინიმუმამდე დაიყვანოს მის შეჭრასთან დაკავშირებული დაპირისპირება“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.