logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: გამოკითხვის მიხედვით, რუს მოსახლეობაში ომის მხარდაჭერა შემცირებულია

04 დეკ 202213:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/eo403vcs1td0ctn.jpg
OLGA MALTSEVA/AFP via Getty Image

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთში ჩატარებული უახლესი გამოკითხვა ცხადჰყოფს, რომ მოსახლეობის მხრიდან უკრაინაში ომის - ე.წ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა. 

უწყების თქმით, დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამ მოიპოვა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის მიერ შეგროვებული მონაცემები, რომლებიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

ამ კვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 55% მხარს უჭერს უკრაინასთან ”სამშვიდობო მოლაპარაკებებს”, კონფლიქტის გაგრძელებას კი მხოლოდ 25% ემხრობა. 

“ეს შედეგები შეესაბამება 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სხვა გამოკითხვას, სადაც რესპონდენტების 57% აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს ემხრობა. 2022 წლის აპრილში რუსების  დაახლოებით 80% აცხადებდა, რომ მხარს უჭერდა ოპერაციას” - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. 

უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს საინფორმაციო გარემოს კონტროლს, ბევრი რუსისთვის 2022 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოცხადდა, კონფლიქტი მეტად საგრძნობი გახდა. 

შესაბამისად, ბრიტანეთის აზრით, მაშინ, როცა უკრაინასთან ომში რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატება ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მოსახლეობის მხრიდან კონფლიქტის მხარდაჭერა, სავარაუდოდ, მეტად შემცირდება. 

“იმ ფონზე, როცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი  მომდევნო რამდენიმე თვეში მნიშვნელოვან საბრძოლო წარმატებებს მიაღწევს, კრემლისთვის მოსახლეობაში ომის შესახებ თუნდაც უხმო შეთანხმების შენარჩუნება უფრო და უფრო რთული იქნება ” - წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

 

close დახურვა