logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი ხარკივიდან პანიკით გარბოდა

15 სექ 202210:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/lawzbbvgpbtjv1i.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტროლის დამყარებას ხარკივის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

როგორც დაზვერვა Twitter-ზე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს, რუსული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგიონიდან გაიყვანეს და დასავლეთით გადაიყვანეს.

"რუსული ჯარების გაყვანის გზა ბოლო კვირის განმავლობაში განსხვავებული იყო. ზოგიერთმა ქვედანაყოფმა უკან დაიხია შედარებით კარგი წესით და კონტროლის ქვეშ, ამ დროს კი სხვები აშკარა პანიკით გარბოდნენ.

რუსული ძალების უკანდახევის შედეგად მიტოვებული მაღალი ღირებულების აღჭურვილობა მოიცავდა შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია რუსეთის საარტილერიო-ცენტრული ომის სტილის გასააქტიურებლად", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში. 

დაზვერვის ცნობით, რუსეთის მიერ მიტოვებულ აღჭურვილობას შორის მინიმუმ ერთი ZOOPARK-ის კონტრ-ბატარეის რადარი და მინიმუმ ერთი IV14 საარტილერიო სამეთაური-საკონტროლო მანქანაა.

"ასეთი უკან დახევა ხაზს უსვამს ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფების დეზორგანიზებულობას და სარდლობისა და კონტროლის შესაძლო ლოკალიზებულ დარღვევებს", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

ბოლო ცნობებით, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ტერიტორიის 8500 კვადრატული კილომეტრი, 388 დასახლებული პუნქტი და 150 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს


close დახურვა