logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: კრემლი დაინახავს უკრაინაში მისი მიზნების წარუმატებლობას

15 აგვ 202211:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/15/ni1zoa4kcoi5jeu.jpg
(Olga Maltseva/AFP/Getty Images)

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 11 აგვისტოს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღი ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "სრული გათავისუფლების" შემდეგ გამოცხადდება. 

"2022 წლის ივნისში, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს მტკიცებულებები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ რეფერენდუმის დაგეგმვის სტრატეგიასთან დაკავშირებით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთთან შეერთებისთვის მინიმუმ 70%-ს დაეჭირა მხარი."- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში. 

დაზვერვის თქმით, სავარაუდოდ, რუსეთი რეფერენდუმის ჩასატარებლად დაგეგმვის მოწინავე ეტაპზეა, თუმცა გაურკვეველია, საბოლოო გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღება თუ არა. 

"კრემლი, სავარაუდოდ, დაინახავს სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის მთლიანი ოკუპაციის და უკრაინაში მისი მაქსიმალისტური მიზნების წარუმატებლობას."- ნათქვამი დაზვერვის განცხადებაში. 

 

close დახურვა