logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუს მობილიზებულებს სვატოვოსა და ბახმუტთან დიდი დანაკარგი აქვთ

25 ნოე 202212:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/25/4hl28np4pnn4dmr.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუს მობილიზებულებს სვატოვოსა და ბახმუტთან დიდი დანაკარგი აქვთ.

დაზვერვის თქმით, მობილიზებულთა უმეტესობა ადრე უკვე მსახურობდა. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუს მობილიზებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, სათანადოდ არ არის შემოწმებული და ბევრი მათგანი იძულებულია იმსახუროს სერიოზული ქრონიკული დაავადებების მიუხედავად.

"მობილიზებულმა რეზერვისტებმა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მძიმე დანაკარგები განიცადეს ქალაქ სვატოვოს გარშემო, ლუჰანსკის რეგიონში. ასევე, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან, ფრონტის ხაზზე თავდასხმების დროს რეზერვისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 86 150 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა