logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსები დონეცკში, პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ

28 ნოე 202201:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/5j0xh4dkiydxvkw.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ.

ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარებს სურთ ფრონტის ამ სექტორის ხელში ჩაგდება, რათა დონბასის ჩრდილოეთით შეტევა გააგრძელონ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სოფელ პავლოვკას და ქალაქ უგლედართან მდებარე ტერიტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო.

"ეს ტერიტორია, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლების ადგილად რჩება, რადგან რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ იქ გარღვევა პოტენციურად შეიძლება იყოს საწყისი წერტილი მომავალი ძირითადი შეტევისთვის ჩრდილოეთით, რათა უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ოლქის დანარჩენი ნაწილი ხელში ჩაიგდონ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ჯარები აღმოსავლეთში მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 87 310 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა