logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსები ჰენიჩესკში, სავადაუდოდ, სამხედრო პუნქტებს განათავსებენ

15 ნოე 202213:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/15/lkw25k5uzjqvre0.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები ჰენიჩესკში, სავარაუდოდ, სამხედრო პუნქტებს განათავსებენ.

"ხერსონიდან უკან დახევის შემდეგ, რუსებმა აზოვის საპორტო ქალაქი ჰენიჩესკი ოკუპირებული რეგიონის „დროებით დედაქალაქად“ აქციეს და იქ, სავარაუდოდ, სამხედრო-სამეთაურო პუნქტებს განათავსებენ.

ამ ტერიტორიის, როგორც სამეთაურო კერის არჩევა, მიუთითებს რუსეთის სარდლობის პრიორიტეტებსა და შეშფოთებაზე, რომელიც სამხრეთ უკრაინაში თავდაცვას აძლიერებს", - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის თქმით, ჰენიჩესკი არ არის კარგად განლაგებული პოტენციური საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებების კოორდინაციისთვის როგორც, დასავლეთ ხერსონიდან, ასევე ჩრდილო-აღმოსავლეთით მელიტოპოლის გავლით.

დღეს პენტაგონმა განაცხადა, რომ ხერსონის გათავისუფლება მნიშვნელოვანი მიღწევა იყო უკრაინისთვის, მაგრამ რუსები, როგორც ჩანს, არ აპირებენ დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას და ამისთვის მძიმე ბრძოლა გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც უკრინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ, ხოლო კრემლმა საკუთარი ჯარები ქალაქიდან გაიყვანა, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქის "ახალი დედაქალაქი" დაასახელა. საოკუპაციო ე.წ. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პრესსპიკერის თქმით, დროებითი დედაქალაქი ჰენიჩესკი იქნება.


close დახურვა