logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსებს უჭირთ მობილიზებულთა მომზადება, წვრთნები ბელარუსში ტარდება

05 ნოე 202217:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/05/xq18mm772seekof.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსებს უჭირთ მობილიზებულთა მომზადება, ამიტომ სამხედრო წვრთნები ბელარუსში ტარდება.

"რუსეთს უჭირს მობილიზებული რეზერვისტებისა და წვევამდელების მომზადება სამხედრო სამსახურისთვის, ბელარუსის ტერიტორია წვრთნებისთვის გამოიყენება," - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვის ცნობით, რუსეთი ამჟამად ცდილობს სამხედრო წვრთნა უზრუნველყოს მობილიზებულთა და სასწრაფოდ გამოძახებულთათვის, ყოველწლიური საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში.

"რუსეთში ინსტრუქტორების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ნაკლებობის გამო, რუსული ჯარები ბელარუსში წვრთნებს ატარებენ. ძალების განლაგება მცირე ან უვარგისი წვრთნით უზრუნველყოფს მცირე დამატებით შეტევით საბრძოლო შესაძლებლობებს," - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. თუმცა, 4 ნოემბერს, პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზებულთა რაოდენობამ 318 000 ადამიანს მიაღწია.


close დახურვა