logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბახმუტის აღებას მთავარ გადაუდებელ მიზნად მიიჩნევს

20 მაი 202314:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/20/cs63e0isc2ttl66.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი ბახმუტის აღებას მთავარ გადაუდებელ მიზნად მიიჩნევს.

"ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, რუსეთმა გადაანაწილა რამდენიმე ბატალიონი ბახმუტის სექტორის გასაძლიერებლად. ამას წინ უძღოდა უკრაინული ძალების ტაქტიკური წარმატება.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს შედარებით მცირე რაოდენობის არასაბრძოლო დანაყოფებს უკრაინაში, ასეთი გადანაწილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსული სარდლობის მხრიდან. რუსეთის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, მთავარ გადაუდებელ მიზნად ბახმუტის აღებას მიიჩნევს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან წინსვლას აგრძელებენ. ამასთან ის აღნიშნვს, რომ რუსი ოკუპანტები აქტიურად ცდილობენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.


close დახურვა