logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ლუჰანსკზე სრულ კონტროლს, სავარაუდოდ, 2 კვირაში დაამყარებს

03 ივნ 202211:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/o4lwslfd0xk5f9r.jpg
State Emergency Service Of Ukraine

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი დონბასში ტაქტიკურ წარმატებებს აღწევს. მათი ცნობით, რუსული ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს და  უკრაინასთან შედარებით უპირატესობა აქვთ.

დაზვერვის ცნობით, ამ ეტაპზე რუსეთი ლუჰანსკის 90%-ს აკონტროლებს და რეგიონზე სრულ კონტროლს სავარაუდოდ 2 კვირაში დაამყარებს.

რუსეთი ლუჰანსკის ოლქის 90%-ს აკონტროლებს და სავარაუდოდ, სრულ კონტროლს მომდევნო 2 კვირაში დაამყარებს.

რუსეთმა ამ უახლეს ტაქტიკურ წარმატებას მნიშვნელოვანი რესურსების დაკარგვის ხარჯზე და ძალებისა და შეტევების მთელი ოპერაციის მხოლოდ ერთ ნაწილზე კონცენტრირებით მიაღწია“ - წერია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა სხვა ფრონტებსა და ღერძებზე ახალი მანევრების ან შეტევების განხორციელება ვერ შეძლო და დონბასის გარდა ყველა სხვა ტერიტორიაზე თავდაცვით პოზიციაში გადავიდა.

უწყების ინფორმაციით, რუსეთმა დონბასზე კონცენტრირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კიევისა და უკრაინის ხელისუფლების ცენტრების აღება ვერ შეძლო.

დაზვერვა აცხადებს, რომ თავდაპირველ გეგმასთან შედარებით რუსეთმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს მიაღწია. ბრიტანეთი აცხადებს, რომ იმისთვის, რომ რუსეთმა რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიოს საჭირო იქნება უდიდესი ინვესტიციები ადამიანურ რესურსსა და შეიარაღებაში და სავარაუდოდ, დიდ დროს წაიღებს.


close დახურვა