logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ჯარებმა 50 წლის წინ გამოშვებული ტანკები მიიღეს

27 მაი 202211:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/27/hek9vlwg08xgksd.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ შეტევას უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ახორციელებს თავდასხმას სევეროდონეცკზე, თუმცა უკრაინა კონტროლს ინარჩუნებს და რუსეთს არ აძლევს საშუალებას დონბასზე სრული კონტროლი დაამყაროს.

ამასთანავე, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარების სამხრეთის დაჯგუფებამ ბოლო დღეებში მიიღო საწყობებში შენახული, 50 წლის წინ გამოშვებული T-62 ტიპის ტანკები.

"T-62-ების ბრძოლის ველზე გაშვება ადასტურებს, რომ რუსეთს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი ტანკების ნაკლებობა აქვს", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

 


close დახურვა