logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის ტაქტიკა შეცვალა

21 მაი 202313:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/21/vluk2a4qm7jjfo1.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმის ტაქტიკა შეცვალა.

"2023 წლის მაისის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინაზე ხშირი სარაკეტო დარტყმები განაახლა. სავარაუდოდ, ისინი [რუსული ძალები] მიზნად ისახავენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესუსტებას.

ამ სარაკეტო თავდასხმების დროს რუსეთმა გაზარდა სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

უკრაინის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო დარტყმების დროს თავისი რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი გამოიყენა. უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი, ვადიმ სკიბიცკი ამბობს, რომ სანქციების მიუხედავად, კრემლმა შეძლო საბრძოლო მასალის წარმოება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას შეუძლია ყოველთვიურად აწარმოოს 25 კალიბრის, 2 კინჟალის, 35 საკრუიზო და 5 ბალისტიკური ისკანდერის რაკეტა.


close დახურვა