logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს შეუძლია ირანული დრონების გამოყენება ახალი პარტიიდან დაიწყოს

09 დეკ 202212:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/pbtbb1i2rapzqon.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთს შეუძლია ირანული დრონების გამოყენება ახალი პარტიიდან დაიწყოს.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, პირველად გავრცელდა ცნობები ირანის მიერ მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შესახებ. დაზვერვის თქმით, ეს მონაცემები ჯერ არ არის გადამოწმებული, მაგრამ სავარაუდოა, რომ რუსეთმა ამოწურა თავისი წინა მარაგი, რომელიც Shahed-131 და Shahed-136-გან შედგებოდა და ახლა უკვე ახალი პარტია მიიღო.

6 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 17 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 14 Shahed-136. 7 დეკემბერს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს ირანის მიერ მოწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების შესახებ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების წინააღმდეგ.

"უკანასკნელი ანგარიში უკრაინაში ჩამოგდებული ირანული Shahed-136-ის შესახებ მიღებულია 17 ნოემბერს. თუ ინფორმაცია დადასტურდება, სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთმა განაახლოს შეტევები ახლახანს მიწოდებული უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა