logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს წარმატებული შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა არ აქვს

02 მაი 202312:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/02/c6dl4lhbz94j7if.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთს წარმატებული შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა არ აქვს.

"მაშინ, როცა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ითხოვს წარმატებას ბრძოლის ველზე, რუსი ლოგისტიკის სპეციალისტები მიზნების მიღწევას ვერ ახერხებენ. რუსეთს წარმატების მისაღწევად საკმარისი საბრძოლო მასალა არ აქვს.

საბრძოლო მასალის ნაკლებობა, თავის მხრივ, შიდა განხეთქილებას იწვევს, განსაკუთრებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და დაჯგუფება ვაგნერს შორის", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი თავდაცვის ინდუსტრიის მობილიზებას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ის ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ომის დროს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.  


close დახურვა