logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსი მობილიზებული სამხედროები ცუდად არიან აღჭურვილი

31 ოქტ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/h83paziunruaewc.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, რუსი მობილიზებული სამხედროები ცუდად არიან აღჭურვილი.

"ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რუსეთმა გაგზავნა რამდენიმე ათასი ახლად მობილიზებული რეზერვისტი უკრაინის ფრონტზე. ხშირ შემთხვევაში, ისინი ცუდად არიან აღჭურვილი. სექტემბერში რუსი ოფიცრები შეშფოთებული იყვნენ, რომ ზოგიერთი ახლად მობილიზებული რეზერვისტი უკრაინაში იარაღის გარეშე ჩადიოდა," - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ის თოფები, რომლებიც გაცემული იყო მობილიზებული რეზერვისტებისთვის არის თავდასხმის თოფები, იარაღები, რომლებიც პირველად შემოიღეს 1959 წელს. ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბევრი მათგანი ცუდ მდგომარეობაშია, რაც კიდევ უფრო გაართულებს რუსეთის ლოჯოსტიკურ პრობლემებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 


close დახურვა