ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ქალაქ მელიტოპოლში თავდაცვით ხაზებს აძლიერებენ.
"ბოლო დროს რუსეთის საოკუპაციო ძალები მელიტოპოლში ინტენსიურად აძლიერებენ თავდაცვით ხაზებს სამხრეთ უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში. ამ ზონაზე პასუხისმგებელი, სავარაუდოდ, რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფია", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, რუსეთის ფედერაცია დარწმუნებულია, რომ უკრაინა კონტრშეტევას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მელიტოპოლის მიმართულებით გეგმავს.
2022 წლის 1 მარტიდან ზაპოროჟიეს ქალაქი მელიტოპოლი რუსული ძალების მხრიდან ოკუპირებულია. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხეროები მტრის შეტევების მოგერიებასა და მათთან გამკლავებას წარმატებით ახერხებენ.
ამასთან, 9 აპრილს, ქალაქის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებულ რეგიონში რუსი ოკუპანტების 15-ზე მეტი სამხედრო ბაზა განადგურდა.