logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: საბრძოლო მასალის ნაკლებობა ზღუდავს რუსეთის პოტენციალს უკრაინაში

02 დეკ 202217:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/7iufdsyg4hhpyjb.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, საბრძოლო მასალის ნაკლებობა ზღუდავს რუსეთის პოტენციალს უკრაინაში.

დაზვერვის თანახმად, ნოემბერში, დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან რუსული ჯარების გაყვანამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა მისცა დარტყმა მიეტანა დამატებით რუსულ ლოგისტიკურ კერებსა და საკომინიკაციო ხაზებზე.

"ამ საფრთხემ, დიდი ალბათობით, აიძულა რუსი ლოგისტიკოსები გადაეტანათ მიწოდების კერები, მათ შორის სარკინიგზო გადაცემის პუნქტები, უფრო სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში.

რუსეთში საბრძოლო მასალის ნაკლებობა (გამწვავებულია ამ ლოგისტიკური პრობლემებით) ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ზღუდავს რუსეთის პოტენციალს ეფექტური, ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევითი ოპერაციების აღდგენის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

28 ნოემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, პავლოვკასა და უგლედარის მიდამოებში, ფრონტის მნიშვნელოვანი გადაადგილების გარეშე მძიმე ბრძოლები გრძელდება და რუსეთის ფედერაცია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ ოპერატიულ გარღვევას მიაღწევს.


close დახურვა