logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსული არმია ახალ თავდაცვით ტაქტიკაზე გადავიდა

26 დეკ 202213:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/26/0ysk9dehvl1gshv.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინაში რუსული არმია ახალ თავდაცვით ტაქტიკაზე გადავიდა.

დაზვერვის ინფორმაციით, ოქტომბრიდან რუსი სამხედროები ძირითადად ფოკუსირებული არიან უკრაინის ფრონტის ხაზის ბევრ ნაწილში თავდაცვითი პოზიციების დამყარებაზე. საუბარია ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების დამატებითი ველების შექმნაზე.

"რუსული ძალებისთვის სერიოზული პრობლემაა, სავარაუდოდ, სათვალთვალო აღჭურვილობისა და გაწვრთნილი პერსონალის ნაკლებობა ახალი ნაღმების დიდი ტერიტორიების ეფექტური მონიტორინგისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

26 დეკემბრის დილის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 102 600 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 550 რუსი ოკუპანტი დაიღუპა.


close დახურვა