logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონი კვლავ დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება

28 ნოე 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/elh6gjyqnj557to.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მიუხედავად ხერსონის გათავისუფლებისა, ის კვლავ დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის 11 ნოემბერს, სამხრეთ უკრაინაში, ქალაქი ხერსონი გაათავისუფლეს, ის რუსული ძალების მხრიდან კვლავ მძიმე დაბომბვას ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ 24 ნოემბერს, ხერსონის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, 27 ნოემბერს კი რეგიონში 54 დაბომბვა დაფიქსირდა, რაც სამინისტროს თქმით, დღემდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ დღეში.

გუშინ ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული ძალები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ. ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარებს სურთ ფრონტის ამ სექტორის ხელში ჩაგდება, რათა დონბასის ჩრდილოეთით შეტევა გააგრძელონ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ სოფელ პავლოვკას და ქალაქ უგლედართან მდებარე ტერიტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო.


close დახურვა