logo
ENG



ბრიტანეთის ელჩი: განსაკუთრებით ვწუხვარ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რაიონში მოხდა

06 იან 202513:03
3 წუთის საკითხავი
 
2025/01/06/r7em7xv415b7cnd.png

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხანძრის შედეგად დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართავს Facebook-ზე დიდი ბრიტანეთის საელჩო აქვეყნებს.

"შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად, ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.

დიდი ბრიტანეთის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ამ შობას მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას", - ამბობს ელჩი.

5 იანვარს ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.


close დახურვა