logo
ENG



ბრიტანეთის ელჩი: დღეს ისტორიული დღეა, პარლამენტი უფრო პლურალისტური იქნება

29 ივნ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 
orz8d7usdsvutmj.jpg

 

ბრიტანეთის ელჩი, ჯასტინ მაკენზ სმიტი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ტვიტერზე ეხმაურება.

ის აღნიშნავს, რომ კონსტიტუციოური ცვლილებები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია და ეს ქვეყანას საშუალებას აძლევს პარლამენტი უფრო პლურალისტური იყოს.

„დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი.  ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევიალურალისტური გახდება“,-წერს მაკენზი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოში 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 


close დახურვა