დიდი ბრიტანეთის შეფასებით რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 450-ზე მეტი სამხედრო დაკარგა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა Sky News-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. დანაკარგის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია რუსეთის თავდაცვას.
გარდა ამისა, უოლესი ამბობს, რომ შეჭრის პირველ დღეს რუსეთმა ვერ მოახერხა ძირითადი ამოცანების შესრულება. მისივე თქმით, რუსების "ელიტური სპეცრაზმი" ცდილობდა, ანტონოვის აეროდრომის აღებას, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაიბრუნეს.
განახლებული ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე წაიკითხეთ აქ.