logo
ENG



ბრიტანეთის მთავარი მარეგულირებელი: კორონავირუსის ვაქცინა უკიდურესად უსაფრთხოა

05 თებ 202122:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/05/62b4q3tm03glx5f.jpg

"კორონავირუსის ბრიტანული ვაქცინა, რომლითაც მილიონობით ბრიტანელი აიცრა, უკიდურესად უსაფრთხოა და მხოლოდ მცირე გვერდით ეფექტებს იწვევს", - აცხადებს ქვეყნის მთავარი მედიკამენტების მარეგულირებელი.

უწყებამ ვაქცინა 24 იანვრამდე 7 მილიონი ვაქცინირებული ადამიანის ჯანმრთელობის ცნობებზე დაყრდნობით შეაფასა, მათი უმეტესობა Pfizer-ის ვაქცინით იყო აცრილი. 

მარეგულირებლის შეფასებით, ამ დროის განმავლობაში შესაძლო სუსტი გვერდითი ეფექტების მხოლოდ 22 820 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ხელის ტკივილი და სურდოს შეგრძნება. 

თუმცა, ამასობაში, AstraZeneca-ის ვაქცინის ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინა კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამის წინააღმდეგაც ეფექტურად მუშაობს, ბრიტანეთის უმეტეს ნაწილში, კორონავირუსის სწორედ ეს შტამია გავრცელებული.

საქართველოში, ამ დრომდე, კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვლის თვის მეორე ნახევარში საქართველოში PFizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვა, რაც მხოლოდ 14 000 ადამიანის ვაქცინაციას ეყოფა. გამყრელიძე განმარტავს, რომ კოვიდინფექციის დადასტურებიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი კოვიდვაქცინის გაკეთება, რასაც  მედპერსონალის პრიორიტეტიზაციისას გამოიყენებენ. 


close დახურვა