ბრიტანეთის პრემიერის უფროსი მრჩეველი რუსეთთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გაზეთი „სანდი ტაიმსი“ წერს, რომ დომინიკ ქამინგზის მიმართ ლეიბორისტებს გარკვეული კითხვები გაუჩნდათ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სამ წელს რუსეთში ცხოვრობდა. ეს ინფორმაცია ლეიბორისტებს ინფორმატორმა მიაწოდა და ქამინგზის რუსული კავშირების შესახებ დეტალების გარკვევისკენ მოუწოდა.
ცნობილია, რომ ბორის ჯონსონის მრჩეველი 90-იან წლებში რუსეთში ცხოვრობდა. ლეიბორისტები არ გამორიცხავენ, რომ დომინიკ ქამინგზს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან და სპეც. სამსახურთან დაახლოებულ პირებთან ურთიერთობა ჰქონდეს.
