logo
ENG



ბრიტანეთის საგარეო: რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია

16 მარ 202417:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/16/req0pga0m71o5tw.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია.

"რუსეთს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუჰანსკის ოლქებსა და ყირიმში, არჩევნების ჩატარების ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს. ეს ტერიტორიები უკრაინის ნაწილია", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ დაიწყო - ხმის მიცემა 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რუსეთის ცესკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი მოქმედებს, რომლებიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იქნება გახსნილი.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს და მათ შორისაა ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით იყრის კენჭს. პუტინის კონკურენტებმა უარი თქვეს თავიანთ კამპანიაში საჯაროდ გაეკრიტიკებინათ მოქმედი პრეზიდენტი. ამასთან, რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციონერი ან ანტისაომარი პოზიციის მქონე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.


close დახურვა