logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: კანონი ხელს შეუშლის პარტნიორების ძალისხმევას განვითარების ხელშეწყობაში

12 აპრ 202420:32
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/12/vernt9zg30u2yo4.jpg

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ლონდონი შეშფოთებულია კანონპროექტის ხელახალი წარდგენით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიღების შემთხვევაში, რუსული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს პარტნიორების ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძალისხმევის საქმეში.

"დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას.

გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია.

შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა იმ საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის", - წერია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.


close დახურვა