logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს

18 თებ 202117:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/18/1ty31hvbya9biji.jpg

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას.

"ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია.

დღეს, 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა. განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. 

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ (ნიკა მელიას) თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 

მელია აცხადებს, რომ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას. 

 


close დახურვა