logo
ENG



ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ბირთვული საწვავის ალიანსი შექმნეს

16 აპრ 202320:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/16/k3nor3p5va16u25.png

დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა ბირთვული საწვავის მიწოდების საერთო ჯაჭვისთვის ალიანსი შექმნეს. შესაბამისი განცხადება G7-ის მოლაპარაკებებზე, იაპონიის ქალაქ საპოროში გაკეთდა.

ქვეყნების ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს რუსეთის განდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან.

ხუთი ქვეყანა სამოქალაქო მიზნებისთვის მოქმედ ბირთვული ენერგიის სექტორს რუსეთის მიწოდების ქსელებზე გავლენის მაქსიმალურად შესამცირებლად გამოიყენებს, რაც ვლადიმერ პუტინს ომის დაფინანსების კიდევ ერთ წყაროს წაართმევს.


close დახურვა