logo
ENG



ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა

29 ივნ 202216:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/29/qnor7gzmqe3j9l3.jpg

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. სანქცირებულთა შორისაა რუსეთის პრეზიენტის ვლადიმერ პუტინის "შიდა წრე".

სანქცირებულთა სიაში არის ვლადიმერ პუტანინი, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა მოიხსენიებს, როგორც რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც 16 მილიარდ დოლარამდე შეადგენს და რომელიც კრემლის და პუტინის რეჟიმის მთავარი მხარდამჭერია.

ბრიტანეთმა სანქციები პუტინის ბიძინაშვილ ანნა ცივილევასაც დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ცივილევამ და მისმა მეუღლემ, რომელიც კემეროვის რეგიონის გუბერნატორია, "მნიშვნელოვნად ისარგებლეს" პუტინთან ურთიერთობით.

გარდა ამისა, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუს მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც სირიაში, ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს.

"სანამ პუტინი უკრაინაზე საზიზღარ თავდასხმებს აგრძელებს, ჩვენ გამოვიყენებთ სანქციებს, რათა დავასუსტოთ რუსული ომის მანქანა. დღევანდელი სანქციები აჩვენებს, რომ არავინ და არაფერია განხილვის მიღმა, მათ შორის, პუტინის შიდა წრე", - თქვა ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე სანქციები 1 000 რუს ადამიანსა და 120 ბიზნესს დაუწესეს.


close დახურვა