logo
ENG



ბრიტანეთმა ცხოვრება ევროკავშირის გარეშე ოფიციალურად დაიწყო

01 თებ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებულმა სამეფომ ისტორიის ახალი ეტაპი დაიწყო. ლონდონი ევროკავშირს ოფიციალურად დაშორდა. დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 70 წლის განმავლობაში ორგანიზაცია დატოვა. მოსახლეობის ნაწილი ბრექსიტს ზეიმობს, ნაწილი კი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაურკვეველი მომავლის გამო ღელავს.

მათ შორის ხშირია შემთხვევა, როცა მოქალაქეები სიახლით უკმაყოფილონი არიან. თუმცა უმრავლესობას მომავალი უკეთესი და უფრო წარმატებული წარმოუდგენია. 

"მე ხმა ევროკავშირიდან გასვლას მივეცი და ბედნიერი ვარ. ალბათ 1-2 წელი დაგვჭირდება ამ აზრს შევეგუოთ და ყველაფერი კარგად  იქნება", - აცხადებს ლონდონის მცხოვრები. 

ბრექსიტამდე ერთი საათით ადრე ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა ბორის ჯონსონმა, რომელიც დარწმუნებულია რომ ბრიტანეთი წარმატებას მიაღწევს. 

ევროკავშირის ლიდერები კი ყურადღებას ბრიტანეთთან ურთიერთობის პერსპექტივებზე ამახვილებენ ყურადღებას. მათი თქმით, ამიერიდან ბრიტანეთის უფლებებიც და ვალდებულებებიც განსხვავებული იქნება.


close დახურვა