logo
ENG



ბრიტანეთში ბენქსის ნახატს პირბადე დაუმატეს

25 აპრ 202015:08
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლში ბენქსის ნახატს იერსახე შეუცვალეს. კედელზე შესრულებულ ნამუშევარს სამედიცინო პირბადე დაუმატეს. ბენქსიმ ის მშობლიურ ქალაქში 2014 წელს დახატა, შთაგონების წყარო კი ნიდერლანდელი მხატვრის, იან ვერმეერის ტილო გახდა სახელწოდებით "გოგონა მარგალიტის საყურით".

ჯერჯერობით უცნობია, ნამუშევარში ცვლილება თავად ქუჩის ანონიმმა მხატვარმა შეიტანა თუ მას სხვა ავტორი ჰყავს. 

 

 


close დახურვა