ბრიტაენეთის პოლიციამ სატრვირთო მანქანაში დაღუპულთა ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენა. იდენტიფიცირების მიზნით 31 მამაკაცის და 8 ქალის ცხედარი რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში, წითელი ჯვრის მანქანებით გადაიყვანეს. ყველა მათგანი სავარაუდოდ, ჩინეთის მოქალაქე იყო. მომხდარს გამოეხმაურა ოფიციალური პეკინი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედი გამოთქვეს, რომ დაღუპულების ვინაობის დადგენა აუხლოეს დროში მოხდება. დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი 2 დღის წინ აღმოაჩინეს. პოლციამ ავტომობილის მძღოლი დაკაავა.