logo
ENG



ბრიტანეთში უკრაინელი ლტოლვილების 42% დასაქმდა - სტატისტიკა

28 აგვ 202200:11
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/2wup8ifolgn0hy3.jpg

დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტის ბიუროს (ONS) მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, ინგლისში ჩასული 10 უკრაინელი ლტოლვილიდან 4-მა მუშაობა უკვე დაიწყო.

გამოკითხული ლტოლვილების 37% ამბობს, რომ მათ საკმარისი ფული აქვთ იმისთის, რომ უახლოეს 3 თვეში საკუთარი თავი უზრუნველყონ. შედარებისთვის - აპრილში საკუთარი თავის უზრუნველყოფას გამოკითხული უკრაინელების მხოლოდ 26% ახერხებდა.

დიდ ბრიტანეთში დასაქმებული უკრაინელების რაოდეობა აპრილის შემდეგ, 9 პროცენტიდან 42 პროცენტამდე გაიზარდა. ONS-მა განმეორებითი გამოკითხვა 20 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 1 132 უკრაინელმა მიიღო.

საერთო ჯამში ომის დაწყების შემდეგ დიდ ბრიტანეთში 100 000-ზე მეტი უკრაინელი ჩავიდა.


close დახურვა