logo
ENG



ბრიტანელი პარლამენტარი ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მოკლეს

16 ოქტ 202110:39
3 წუთის საკითხავი
clock 1471

ბრიტანელი პარლამენტარი და კონსერვატიული პარტიის წევრი, დევიდ ემესი ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ეკლესიაში მოკლეს. ქალაქ ლი-ონ-სიში მდებარე ეკლესიაში თავდამსხმელმა მას დანა რამდენჯერმე დაარტყა.

ესექსის საგრაფოს პოლიციის განცხადებით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 25 წლის კაცი, რომელიც სომალური წარმოშობისაა და ბრიტანეთის მოქალაქეა. პოლიციამ მოგვიანებით თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. პოლიცია დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა პოლიციას სთხოვა, რომ დეპუტატების უსაფრთხოების ზომებისთვის გადაეხედათ.

69 წლის დევიდ ემესი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი 1983 წლიდან იყო. 40-წლიანი დეპუტატობის განმავლობაში ის პოპულარული გახდა თავისი კამპანიით აბორტის წინააღმდეგ და ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველი იყო. ის უკვე მეორე მოქმედი დეპუტატია, რომელიც დიდ ბრიტანეთში მოკლეს. 2016 წელს ლეიბორისტული პარტიის დეპუტატი, ჯო კოკსს ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ თავს დაესხნენ. 


close დახურვა